თურქეთის შეიარაღებული ძალები იდლიბამდე მისვლას გეგმავენ
თურქეთის შეიარაღებული ძალები იდლიბამდე მისვლას გეგმავენ

თურქეთის შეიარაღებული ძალები, სირიაში დაწყებული სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში, იდლიბამდე მისვლას გეგმავენ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის გენშტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის აფრინში 42 სამიზნეა განადგურებული. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სახმელეთო ოპერაციას სახელწოდებით “ზეთისხილის რტო” მთელი ქვეყანა მხარდაჭერას უცხადებს.

ოპერაცია 20 იანვარს დაიწყო და ის აფრინის რეგიონში ქურთების პოზიციების წინააღმდეგ არის მიმართული.