თურქეთის შავის ზღვის რეგიონში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

09:29, 14.07.2020

ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა თურქეთის შავის ზღვის რეგიონში წყალდიდობის შედეგად. ინფორმაციას ადილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ზღვისპირა რეგიონის 12 სოფელში მძიმე მდგომარეობაა, რამდენიმე სოფელში მეწყერიც ჩამოწვა. ჩახერგილია გზები.

სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მსგავსი