თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე წვიმით გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, ორს კი ეძებენ
თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე წვიმით გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, ორს კი ეძებენ

თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, ორს კი ეძებენ.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „ესოშიეიტიდ პრესი“ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტიქიამ თურქეთის რიზეს პროვინცია დააზარალა, სადაც რამდენიმე სახლი დაინგრა, დაზიანდა გზები. რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ამასთან, ზოგიერთ დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ კოჩას განცხადებით, რეგიონში დამატებითი სამაშველო რაზმებია გაგზავნილი.