თურქეთის სასამართლომ სოციალურ ქსელებში საპირისპირო სქესის ადამიანების ფოტოების მოწონება განქორწინების საფუძვლად მიიჩნია
FILE - Social media applications are displayed on an iPhone, March 13, 2019, in New York. An independent Russian news site has reported that a court in Russia convicted the spokesman of U.S. technology company Meta, which owns Facebook and Instagram, of justifying terrorism and sentenced him to six years in prison in absentia. (AP Photo/Jenny Kane, File)
თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოციალურ ქსელებში საპირისპირო სქესის ადამიანების ფოტოების მოწონება განქორწინების საფუძველია.
თურქული მედიის თანახმად, უზენაესი სააპელაციო სასამართლოს მე-2 სამოქალაქო პალატამ განქორწინების საქმეებში პრეცედენტი შექმნა და სოციალურ მედიაში საპირისპირო სქესის წარმომადგენლების ფოტოების მოწონება განქორწინების საფუძვლად მიიჩნია.
სამოქალაქო პალატამ კაისერის მე-5 საოჯახო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მამაკაცის მიერ სოციალურ მედიაში სხვა ქალების ფოტოების მოწონება ნდობის დარღვევად მიიჩნია.
ჰ.ბ.-მ და ს.ბ.-მ, რომლებიც კაისერში ცხოვრობენ, განქორწინების შესახებ სარჩელი შეიტანეს. კაისერის მე-5 საოჯახო სასამართლომ, სადაც საქმე განიხილებოდა, წყვილის განქორწინების შესახებ სარჩელი დააკმაყოფილა.
თავის სარჩელში ჰ.ბ. აცხადებდა, რომ ქმარმა დაამცირა იგი, უარი თქვა შემწეობის მიცემაზე, მოიწონა სხვა ქალების ფოტოები სოციალურ ქსელში და დაარღვია ერთგულების მოვალეობა. როდესაც მოპასუხე ქმარმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, საქმე კაისერის რაიონულ სასამართლოში გადავიდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მამაკაცი იყო დამნაშავე და განაცხადა, რომ ბრალდებულმა „ისეთი ქცევა გამოიჩინა, რომ ნდობას არღვევდა სხვა ქალების ფოტოების მოწონებით“. შემდეგ მოპასუხემ გაასაჩივრა კაისერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. საქმე გადაეცა უზენაესი სააპელაციო სასამართლოს მე-2 სამოქალაქო პალატას. პალატამ, პრეცედენტის შექმნით, ერთხმად ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.