თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ - პოლიტიკაში ყოფნა ნიშნავს რისკებით სავსე ცხოვრების არჩევას, ჩემს გზას გავაგრძელებ, რაც არ უნდა გააკეთონ ერდოღანმა და მისმა მოკავშირეებმა

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შეთხვევაში, ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ქემალ კილიჩდარუღლუ მოსახლეობას თავისუფლებას და დემოკრატიას ჰპირდება.

„ბიბისისთან“ ინტერვიუში თურქი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ახალგაზრდებს მისი გაკრიტიკება თავისუფლად შეეძლებათ და ამისთვის მათ არ დააკავებენ.

„თურქეთში პოლიტიკაში ყოფნა ნიშნავს რისკებით სავსე ცხოვრების არჩევას. მე ჩემს გზას გავაგრძელებ, რაც არ უნდა გააკეთონ ერდოღანმა და მისმა მოკავშირეებმა. ისინი ვერ გამაჩერებენ, ვერ შემაშინებენ. მე პირობა მივეცი ამ ერს. ჩვენ გვინდა, გავხდეთ ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი. ჩვენ გვინდა თავისუფალი მედია და სრული სასამართლო დამოუკიდებლობა. ერდოღანი ასე არ ფიქრობს. მას სურს, იყოს უფრო ავტოკრატიული. განსხვავება ჩვენსა და ერდოღანს შორის არის განსხვავება შავსა და თეთრს შორის. ჩვენ მას პენსიაზე გავიყვანთ და კუთხეში გავაგზავნით. ჩუმად უკან დაიხევს. ამის გამო არავინ არ უნდა შეშფოთდეს“, – განაცხადა ქემალ კილიჩდარუღლუმ.