თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ხომალდის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა
თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ხომალდის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა

თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ხომალდი ჩაიძირა. დაიღუპა სულ მცირე ცხრა ადამიანი. ამასთან, მაშველებმა ხუთი ადამიანი გადაარჩინეს, ხოლო ერთი უგზოუკვლოდაა დაკარგული.

თურქული მედიის ცნობით, არალეგალი მიგრანტები თურქეთის ტერიტორიას ევროპაში ტრანზიტისთვის ხშირად იყენებენ.

როგორც მედია წერს, ისინი ეგეოსის ზღვით საბერძნეთში ცდილობენ ჩასვლას. ასეთი მოგზაურობა ხშირად ტრაგიკულად სრულდება.