თურქეთის სამხრეთში, ანტალიის პროვინციაში ტყის ხანძრების უმეტესობა ლოკალიზებულია
თურქეთის სამხრეთში, ანტალიის პროვინციაში ტყის ხანძრების უმეტესობა ლოკალიზებულია

თურქეთის სამხრეთში, ანტალიის პროვინციაში ტყის ხანძრების უმეტესობა ლოკალიზებულია, იბრადის რაიონის გარდა.

აღნიშნულის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ქალაქ მანავგათში განაცხადა.

თურქი მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება, პრეზიდენტ ერდოღანის ხელმძღვანელობით, ინტენსიურ ძალისხმევას ახორციელებს სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად.

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთის მიმართულებით აზერბაიჯანელი მეხანძრეების ახალი ჯგუფი მიემართება და მანამდე საქართველოს გავლით თურქეთის ტერიტორიაზე უკვე შევიდა 40 სახანძრო მანქანა და აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 162 თანამშრომელი.