თურქეთის სამხრეთით, მანავგათის დასახლებაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
თურქეთის სამხრეთით, მანავგათის დასახლებაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

თურქეთის სამხრეთით, მანავგათის დასახლებაში მასშტაბური ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. სტიქიის ზონაში ჩარჩენილია ათი ადამიანი. მათ გამოსახსნელად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ცეცხლის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უწყობს ხელს. სტიქია ანტალიიდან 75 კილომეტრის მოშორებით, მანავგათის დასახლებაში მძვინვარებს.

უსაფრთხოების მიზნით, ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია ანტალიის მიმდებარედ, 18 დასახლებიდან განახორციელა. სალიკვიდაციო სამუშაოებში ერთი თვითმფრინავი, 20-მდე ვერტმფრენი, 108 ეკიპაჟი და 400-მდე მეხანძრეა ჩართული.