თურქეთის სამხედრო ავიაციამ სირიის საზღვართან უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო
თურქეთის სამხედრო ავიაციამ სირიის საზღვართან უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიის მხრიდან საფრენმა აპარატმა თურქეთის საჰაერო სივრცე ექვსჯერ დაარღვია.
თურქული მედიის ინფორმაციით, საფრენი აპარატი ჩრდილოეთ სირიაში, 2016-2017 წლებში ოპერაცია „ევფრატის ფარის“ ფარგლებში გათავისუფლებულ ტერიტორიებზე და თურქეთის კილისის რეგიონში დაფრინავდა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საფრენი აპარატის ჩამოსაგდებად „ეფ-16“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა, რომელიც მისიის წარმატებით დასრულების შემდეგ ინჯირლიკის სამხედრო ბაზაზე დაბრუნდა.