თურქეთის სამხედრო ავიაციამ სირიის ჩრდილოეთში ქურთი სამხედროების ბაზა დაბომბა
თურქეთის სამხედრო ავიაციამ სირიის ჩრდილოეთში ქურთი სამხედროების ბაზა დაბომბა

თურქეთის სამხედრო ავიაციამ სირიის ჩრდილოეთში ქურთი სამხედროების ბაზა დაბომბა. ლიბანური ტელეკომპანია „ალ-მაიადეენის“ ინფორმაციით, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ხასეკეს პროვინციის ქალაქ ალ-მალიკიას მახლობლად, „სირიის დემოკრატიული ძალების“ სამხედრო ბაზაზე მიიტანეს იერიში.

აღნიშნული სამხედრო დაჯგუფება ქურთებითა და არაბებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდნენ. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სირიის ტელეკომპანია „იხბარია“ ასევე იუწყება, რომ თურქეთის სამხედრო ავიაციამ „სირიის დემოკრატიული ძალების“ წინააღდეგ იერიში ალ-მალიკიას გარეუბანში, სოფელ ტელ-ტავილში მიიტანა.

თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ანკარას სირიის სასაზღვრო რაიონების ქურთული სამხედრო ჯგუფებისგან გასუფთავება და უსაფრთხოების ზონის შექმნა სურს.