თურქეთის სახმელეთო ჯარების სარდლობაში „ფეტოს“ საიდუმლო სტრუქტურის გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ 22 ეჭვმიტანილის დაკავების ბრძანება გასცა
თურქეთის სახმელეთო ჯარების სარდლობაში „ფეტოს“ საიდუმლო სტრუქტურის გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ 22 ეჭვმიტანილის დაკავების ბრძანება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
მედიის თანახმად, დადგინდა, რომ ეჭვმიტანილები ორგანიზაციის ე.წ. საიდუმლო იმამებთან კომუნიკაციას ანკარაში წინასწარ გადახდილი ტელეფონების გამოყენებით ახორციელებდნენ, რომლებიც განთავსებული იყო ისეთ ადგილებში, როგორებიცაა კიოსკები, სასურსათო მაღაზიები და ბაზრები.
ამ კონტექსტში მთავარმა პროკურატურამ 22 პირის დაკავების ორდერი გასცა, მათ შორის 8 მოქმედი სამხედრო მოსამსახურის, 6 პენსიაზე გასული ჯარისკაცის, 4 ადრე გათავისუფლებული ჯარისკაცის, 3 მოქმედი საჯარო მოხელის და 1 კერძო სექტორის თანამშრომლის.
როგორც მედია წერს, ანკარის პოლიციის დეპარტამენტის ჯგუფები აგრძელებენ ეჭვმიტანილების ერთდროულად დაკავების პროცესს ცხრა პროვინციაში.