თურქეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საბერძნეთმა საკუთარი ვიწრო ინტერესებისთვის ევროკავშირის იარაღად გამოყენება უნდა შეწყვიტოს
თურქეთი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ ხმელთაშუა ზღვის საკითხზე გაკეთებული განცხადება მიკერძოებულია, თუმცა ქვეყანა საბერძნეთთან მოლაპარაკებების მომხრეა.
ხუთშაბათს გამოქვეყნებულ საერთო განცხადებაში, საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, მალტამ, პორტუგალიამ, საბერძნეთმა და კვიპროსმა თურქეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების სია წარადგინეს, რომელიც ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ თურქეთი საბერძნეთთან და კვიპროსთან მოლაპარაკებებს არ დათანხმდება.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჰამი აქსოიმ განაცხადა, რომ საბერძნეთმა მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს, რათა რეგიონში დიალოგსა და თანამშრომლობას მიაღწიონ.
„საბერძნეთმა უნდა შეწყვიტოს საკუთარი ვიწრო ინტერესებისთვის ევროკავშირის იარაღად გამოყენება, ხოლო ევროკავშირმა და საერთო განცხადების ხელმომწერებმა უნდა მიატოვონ ცალმხრივი, მიკერძოებული პოლიტიკა, რომელსაც სოლიდარობის სახელით ბრმად იყენებ“,- განაცხადა თურქეთის საგარეო სამინისტროს სპიკერმა.
საბერძნეთი და თურქეთი ერთმანეთს ხმელთაშუა ზღვის აუზში არსებულ ბუნებრივ რესურსებზე ედავებიან.