თურქეთის საგარეო უწყება - მეგობარი საქართველოს მიერ 100 წლის წინ წარმოდგენილმა სტრატეგიულმა ხედვამ, საფუძველი დაუდო ჩვენს ახლანდელ პარტნიორობას
თურქეთის საგარეო უწყება - მეგობარი საქართველოს მიერ 100 წლის წინ წარმოდგენილმა სტრატეგიულმა ხედვამ, საფუძველი დაუდო ჩვენს ახლანდელ პარტნიორობას

საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მეგობარი და მეზობელი ქვეყნის, საქართველოს მიერ 100 წლის წინ წარმოდგენილმა სტრატეგიულმა ხედვამ, საფუძველი დაუდო ორი ქვეყნის ამჟამინდელ სტრატეგიულ პარტნიორობას.

„დღეს აღვნიშნავთ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლის იუბილეს. საქართველომ პირველი საელჩო ანკარას ახალგაზრდა მთავრობის პერიოდში გახსნა. მეგობარი და მეზობელი ქვეყნის, საქართველოს მიერ 100 წლის წინ წარმოდგენილმა სტრატეგიულმა ხედვამ, საფუძველი დაუდო ჩვენი ქვეყნების ამჟამინდელ სტრატეგიულ პარტნიორობას“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დატოვე კომენტარი