თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი მოჰამად ფარაზმანდი დაიბარეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ელჩის გამოძახება უკავშირდება ერაყში ირანის ელჩის, ირაჯ მასჯედის განცხადებას, რომ ერაყის ტერიტორიაზე „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ თურქეთის ბრძოლა ერაყის სუვერენიტეტს არღვევს.
ანკარაში ამბობენ, რომ სამხედრო ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ყველა მხარეს ჰქონდა, მათ შორის ქვეყნის ხელისუფლებას. მედიის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩს განუცხადეს, რომ ანკარა თეირანისგან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას ელოდება.
თურქეთის არმიამ ერაყის ჩრდილოეთში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „არწივის კლანჭი 2“ თებერვალში ჩაატარა.