თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის წარმომადგენელი გამოიძახეს
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის წარმომადგენელი გამოიძახეს

სირიაში შექმნილი მდგომარეობის გამო, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის წარმომადგენელი გამოიძახეს.

ინფორმაციას „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. თუმცა, თურქეთის ხელისუფლება ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებს.

ოფიციალური ანკარა შეშფოთებას გამოთქვამს სირიის პროვინცია იდლიბში მიმდინარე სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით.

რეგიონი დე-ესკალაციის ზონაშია მოქცეული, თუმცა სირიის ხელისუფლებამ ამბოხებულთა მიერ კონტროლირებულ ოლქში უკვე რამდენიმე ათეული სოფელი დაიკავა.

იდლიბი თურქეთის სასაზღვრო ზონაში მდებარეობს და ამბოხებულებს დახმარებს სწორედ თურქეთი უწევს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთმა და ირანმა სირიაში აღებული ვალდებულებები ბოლომდე უნდა შეასრულონ.

დე-ესკალაციის ზონები სირიაში სწორედ თურქეთის, რუსეთისა და ირანის მოლაპარაკების შედეგად შეიქმნა.

დატოვე კომენტარი