თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ემანუელ მაკრონი ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, ანკარას ცილი დასწამოს
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ემანუელ მაკრონი ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, ანკარას ცილი დასწამოს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, ანკარას ცილი დასწამოს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

„მაკრონი ხელიდან არ უშვებს არც ერთ შესაძლებლობას, პარიზის საგარეო პოლიტიკის სფეროში ანტითურქული გეგმების ჩავარდნის ფონზე, ანკარას ცილი დასწამოს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ემანუელ მაკრონის ნაციონალიზმი და ამბიციები რეგიონში დაძაბულობის ზრდას უწყობს ხელს, რის შედეგადაც რისკის ქვეშ დგება ევროპისა და ევროკავშირის ინტერესები.

„ანადოლუ“ წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპელებს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობასთან მიმართებით უფრო მკაცრი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.