თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მეგობარ ყაზახეთში სტაბილურობას, მტკიცედ გვჯერა, რომ ყაზახეთის ადმინისტრაცია კრიზისს დაძლევს
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მეგობარ ყაზახეთში სტაბილურობას, მტკიცედ გვჯერა, რომ ყაზახეთის ადმინისტრაცია კრიზისს დაძლევს

თურქეთის რესპუბლიკა ყურადღებით ადევნებს თვალს ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ენერგოპროდუქტებზე გაზრდილი ფასის გამო, მასობრივი პროტესტის შედეგად, ადგილობრივი მთავრობის გადადგომას და აფასებს ქვეყანაში სტაბილურობას. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყაზახეთში 2022 წლის 2-3 იანვარს დაწყებულ საპროტესტო აქციებს. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მეგობარ ყაზახეთში სტაბილურობას. მშვიდობას ვუსურვებთ ყაზახეთის მოძმე ხალხს. მტკიცედ გვჯერა, რომ ყაზახეთის ადმინისტრაცია ამ კრიზისს დაძლევს. ჩვენ ვენდობით ყაზახეთის მოსახლეობის საღ აზრს და ვისურვებთ, რომ ეს მოვლენები ძალიან მალე დაწყნარდეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

2009 წელს თურქეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს „სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას“, რომლის მიხედვით, თურქეთი გახდა ყაზახეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორი რეგიონში.

მხარეთა შორის ორმხრივი ურთიერთობები მოიცავს ვაჭრობის, ინვესტიციების, კულტურის, ტურიზმის, ჯანდაცვის, განათლებისა და სამხედრო საკითხებს.