თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - არავის შეუძლია თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - არავის შეუძლია თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევა

არავის შეუძლია თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევა, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სტამბოლის ბოსფორის უნივერსიტეტთან დაკავშირებით გავრცელდა.

თურქეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ თავიანთი მოსაზრებებით სხვადასხვა ჯგუფის პროვოცირება არავინ უნდა მოახდინოს, რამაც შესაძლოა, უკანონო ქმედება წაახალისოს.

„შეკრებისა და დემონსტრაციის უფლება, ისევე, როგორც სიტყვის თავისუფლება, თურქეთში კონსტიტუციურად გარანტირებულია, მაგრამ საპროტესტო აქციების დროს გამოვლინდა უნივერსიტეტში შეღწევის შემთხვევა, რომელიც ტერორთან არის დაკავშირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

სტამბოლში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოსფორის უნივერსიტეტის ახალ რექტორად მეჰმეთ ბულუ დანიშნეს. სტუდენტების ნაწილი მის გადადგომას ითხოვს. საპროტესტო აქციების დროს 159 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან 98 მოგვიანებით გაათავისუფლეს.