თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განიხილა

15:53, 03.12.2025

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განიხილა მას შემდეგ, რაც რუსულ ხომალდებსა და ტანკერებზე უკრაინის მხრიდან რამდენიმე თავდასხმა დაფიქსირდა.

ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება. 

აღსანიშნავია, რომ ანკარამ თავის სანაპიროებთან, თურქეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში განხორციელებული თავდასხმები დაგმო.

ჰაკან ფიდანი დაუშვებლად მიიჩნევს საზღვაო მიმოსვლაზე თავდასხმებს და მხარეებს მათი აღკვეთისკენ მოუწოდებს.

მსგავსი