თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სამხედრო ოპერაციის შესახებ თურქეთი დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის სხვადახვა ქვეყნებს, მათ შორის სირიის მთავრობას
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სამხედრო ოპერაციის შესახებ თურქეთი დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის სხვადახვა ქვეყნებს, მათ შორის სირიის მთავრობას

თურქეთი სამხედრო ოპერაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის სხვადახვა ქვეყნებს, მათ შორის სირიის მთავრობას. ამის შესახებ განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამხედრო ოპერაცია საერთაშორისო სამართლის ნორმის დაცვით ჩატარდება და ოპერაციის სამიზნე მხოლოდ რეგიონში მყოფი მებრძოლები იქნებიან.

​მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კვირის დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტს სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ აცნობა.

ოპერაციის საშუალებით თურქეთს სირიაში მოსაზღვრე რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხო ზონის შექმნა სურს. ამასთან ერთად, ოფიციალური ანკარა იუწყება, რომ აღნიშნული ტერიტორია სამ მილიონზე მეტ სირიელ ლტოლვილს შეიფარებს.