თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მუქარის ენითა და სანქციებით პრობლემების მოგვარება შეუძლებელია
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მუქარის ენითა და სანქციებით პრობლემების მოგვარება შეუძლებელია

პრობლემების მოგვარება მუქარის ენითა და სანქციებით შეუძლებელია – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს სინგაპურში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ანკარა და ვაშინგტონი პრობლემების გადასაწყვეტად ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა.

თურქეთში ამერიკელი პასტორის შინა პატიმრობაში დატოვების გამო, ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დაძაბულია. თურქეთის ხელისუფლება პასტორს გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ადანაშაულებს, აშშ კი, სასულიერო პირის გათავისუფლებას ითხოვს. პასტორის პატიმრობის გამო, ვაშინგტონმა თურქეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს სანქციები დაუწესა.