თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი 29-30 მაისს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა
29-30 მაისს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა დღის წესრიგი ჯერჯერობით უცნობია.
მანამდე სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ჰაკან ფიდანი კიევში უკრაინელ ოფიციალურ პირებს შეხვდებოდა.
ცნობისთვის, ჰაკან ფიდანი ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.