თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ძალიან ახლოს ვართ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობასთან
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ძალიან ახლოს ვართ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობასთან

ძალიან ახლოს ვართ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობასთან, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრისას განაცხადა.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანმა უზრუნველყო სრული სუვერენიტეტი თავის ტერიტორიაზე.

„სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ყველასთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, ყველა მხარემ უნდა იბრძოლოს მშვიდობისთვის. სამწუხაროდ, სომხური ლობი დასავლეთში ცდილობს გარკვეული ქსელების შექმნას აზერბაიჯანის წინააღმდეგ. უკეთესი იქნება, თუ ეს ქვეყნები იმუშავებენ აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზებაზე. ასევე, ძალიან ვაფასებთ ბოლო შეთანხმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ძალიან ახლოს ვართ მშვიდობასა და სტაბილურობასთან რეგიონში. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კონტაქტებს აზერბაიჯანთან ამ მიმართულებით“, – განაცხადა ჰაქან ფიდანმა.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობები თუ ნორმალიზდება, მაშინვე ნორმალიზდება თურქეთის ურთიერთობა სომხეთთან.