თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ანკარა არ აპირებს, აფრინის ოპერაციით შემოიფარგლოს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ანკარა არ აპირებს, აფრინის ოპერაციით შემოიფარგლოს

ანკარა არ აპირებს, აფრინის ოპერაციით შემოიფარგლოს და უსაფრთხოების დასაცავად ერაყის რეგიონებშიც იბრძოლებს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„ჩვენ სირიაში დავრჩებით, სანამ საბოლოოდ არ დავამარცხებთ ტერორიზმს, შემდეგ კი, ამ ტერიტორიებს მის ნამდვილ მფლობელებს გადავცემთ. საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ტერორისტული საფრთხეები, იქნება ეს სინჯარი, ქანდილი, მანიჯი თუ ევრფრატის აღმოსავლეთი, ჩვენ ვიბრძოლებთ და გავანადგურებთ მას“, – განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

თურქეთის გენშტაბმა აფრინში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ 20 იანვარს განაცხადა.