თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საჭიროა ძალისხმევის გაძლიერება, რათა მეტმა ქვეყანამ დაუჭიროს მხარი პალესტინის აღიარებას
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საჭიროა ძალისხმევის გაძლიერება, რათა მეტმა ქვეყანამ დაუჭიროს მხარი პალესტინის აღიარებას

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ქვეყნებს პალესტინის აღიარებისკენ მოუწოდებს. ჰაკან ფიდანის განცხადებით, პალესტინის აღიარების გადადება პრობლემას არ წყვეტს, არამედ მეტ დროს აძლევს ისრაელს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აუცილებელია პალესტინის, როგორც სრულფასოვანი სახელმწიფოს ფუნქციონირება და აუცილებელია, მას ჰქონდეს საკუთარი ინსტიტუტები, რათა სხვადასხვა გამოწვევას გაუმკლავდეს.

გუშინ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ მუსტაფამ აღნიშნა, რომ მადლიერია ესპანეთის, ირლანდიისა და ნორვეგიის, რომლებმაც განაცხადეს, რომ 28 მაისს პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ. მისივე თქმით, სამი ევროპული ქვეყნის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებამ, შესაძლოა, მეტი ქვეყანა წაახალისოს.