თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დაშლისა და განიარაღების შესახებ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ გადაწყვეტილება რეგიონში მშვიდობისთვის მნიშვნელოვანია
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დაშლისა და განიარაღების შესახებ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ გადაწყვეტილება რეგიონში მშვიდობისთვის მნიშვნელოვანია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ გადაწყვეტილებას დაშლისა და განიარაღების შესახებ ისტორიულს და რეგიონში მშვიდობისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს.

ამის შესახებ ჰაკან ფიდანმა სირიისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფიდანის თქმით, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ დაშლისთვის საჭიროა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა და თურქეთის ხელისუფლება ყურადღებით დააკვირდება პროცესს.

„ვფიქრობ, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ გადაწყვეტილება ისტორიული და მნიშვნელოვანია. ვაფასებ ამ გადაწყვეტილებას, როგორც საკმაოდ მნიშვნელოვანს, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. რა თქმა უნდა, არსებობს პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამას“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჰაკან ფიდანის თქმით, ეს გადაწყვეტილება გულწრფელად თუ აღსრულდება, იქნება ძალიან კარგი თურქეთისთვის, მისი მოქალაქეებისთვის და ყველასთვის.