თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ თურქეთზე ზეწოლით ვერაფერს მიაღწევს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ თურქეთზე ზეწოლით ვერაფერს მიაღწევს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებითა და თურქეთზე ზეწოლით ვერაფერს მიაღწევს.

„ჩვენთვის ეს სანქციები და საფრთხე მიუღებელია. ველოდებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ტრადიციული მეგობრობის ერთგული დარჩება“,- განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრენსონის დაკავების გამო დაუწესა. ამასთან, ანკარამ გაფრთხილება მიიღო, რომ თუ პასტორს არ გაათავისუფლებს, სანქციები გამკაცრდება.