თურქეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ლიბიაში ჩავიდნენ
თურქეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ლიბიაში ჩავიდნენ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, გენშტაბის ხელმძღვანელი იაშარ გიულერი და დაზვერვის ეროვნული სამსახურის უფროსი ჰაქან ფიდანი დღეს ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ჩავიდნენ.

მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მხარეთა შორის ორმხრივი და რეგიონული საკითხები იქნება განხილული.

გასულ თვეში, თურქეთში ლიბიის დელეგაციის ვიზიტისას, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და არსებული საზღვაო შეთანხმების შესახებ უკვე ისაუბრეს. ასევე ისაუბრეს ნავთობისა და ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობაზე.

2019 წელს ოფიციალურ ანკარასა და დედაქალაქ ტრიპოლიში არსებული „ეროვნული თანხმობის მთავრობის“ (GNA) წარმომადგენლებს შორის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება შედგა.

მხარეებმა აგრეთვე ხელი მოაწერეს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას.