თურქეთის საელჩო ვაზიანში თონისა და ბიზნეს ცენტრის პროექტს განახორციელებს
თურქეთის საელჩო ვაზიანში თონისა და ბიზნეს ცენტრის პროექტს განახორციელებს

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციით, ვაზიანში თონისა და ბიზნეს ცენტრის პროექტს განახორციელებენ.

„ვაზიანში მცხოვრები ომის დროს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პურის საჭიროების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ გამოყო შენობა, რომლის სარემონტო სამუშაოებს შეასრულებს თურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების სააგენტო. სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად შენობა გადაცემულია 2019 წლის 25 აპრილს, ხოლო დასრულება იგეგმება 2019 წლის სექტემბრის თვეში. საერთაშორისო საბაზრო ფასების მიხედვით, დაგეგმილი სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება 400 000 აშშ დოლარია.

ვაზიანში თონისა და ბიზნეს ცენტრის პროექტის განხორციელებით, ვაზიანის მცხოვრებლებისა და ლტოლვილებისთვის იგეგმება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა“, – აღნიშნულია თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი