თურქეთის საელჩო - მედიის ინტერესის გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ
თურქეთის საელჩო - მედიის ინტერესის გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ

ქაჰრამანმარაშსა და მიმდებარე რაიონებში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქების საკითხზე საერთაშორისო მედიის ინტერესის გათვალისწინებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ.

ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული.

„მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოდან თურქეთში წასვლის მსურველმა ჟურნალისტებმა უნდა გააგზავნონ წერილი, ფოტოსურათი და პასპორტის ასლი შემდეგ მისამართზე: [email protected]“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.