თურქეთის საარჩევნო კომისიამ სტამბოლის რვა რაიონში ბიულეტენების გადათვლა დაიწყო
თურქეთის საარჩევნო კომისიამ სტამბოლის რვა რაიონში ბიულეტენების გადათვლა დაიწყო

თურქეთის საარჩევნო კომისიამ მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი აპელაციის საფუძველზე, სტამბოლის რვა რაიონში ბიულეტენების გადათვლა დაიწყო.

წინასწარი შედეგებით, სტამბოლში ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატი 48,78 პროცენტით ლიდერობს. გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიის კანდიდატი, ქვეყნის უმსხვილესი ქალაქის მერიას ჩაიბარებს.

მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიიდან მერობისთვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი იბრძვის. მან ხმების 48,51 პროცენტი მიიღო.

საერთო ჯამში, მუნიციპალურ არჩევნებში მმართველმა პარტიამ ქვეყნის მასშტაბით 39, ოპოზიციურმა „სახალხო რესპუბლიკურმა“ პარტიამ კი, 21 პროვინცია მოიგო.