თურქეთის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციონერი დეპუტატი, ენის ბერბეროღლუ პატიმრობიდან გაათავისუფლა
თურქეთის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციონერი დეპუტატი, ენის ბერბეროღლუ პატიმრობიდან გაათავისუფლა

თურქეთის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატი, ენის ბერბეროღლუ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

2017 წლის ივნისში ბერბეროღლუს თავისუფლების აღკვეთა 25 წლით მიუსაჯეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, 2015 წელს ენის ბერბეროღლუმ ოპოზიციური გაზეთის რედაქტორს მიაწოდა ინფორმაცია, რომ თურქული დაზვერვა სირიაში მეამბოხე ისლამისტებს აიარაღებდა.