თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

13:32, 01.09.2026

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი მუსტაფა ჩიფთჩი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია.

სულხან თამაზაშვილი თურქ კოლეგას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრას. ასევე დაგეგმილია ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების პოლიციის აკადემიებს შორის. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი