თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
2026 წლის 19 მარტს თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბერის ექინჯიმ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში შინაარსის ჩანაწერი გააკეთა.
„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს და მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთ დიდ დანაკლისს. ამ მწუხარების ჟამს ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს თანაგრძნობას და სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ“, – ნათქვამია სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერში.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.