თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპიკერი ადასტურებს, რომ ანკარა აშშ-ისგან F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების შეძენას განიხილავს

12:24, 13.10.2021

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპიკერი იბრაჰიმ ქალინი ადასტურებს, რომ ოფიციალური ანკარა აშშ-ისგან F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების შეძენას განიხილავს.

ქალინის თქმით, თურქული მხარე საჰაერო ფლოტის გაფართოებას ცდილობს და თვითმფრინავების შეძენის საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია.

„ჩვენი პირველი პრიორიტეტი F-35 ტიპის თვითმფრინავების შეძენაა და თუ აშშ-სთან ამ საკითხზე არსებული კრიზისი დაიძლია, ჩვენ ვეცდებით მათ შესყიდვას. სხვა შემთხვევაში, ალტერნატივების ძებნას განვაგრძობთ. F-16 ტიპის ფლოტის გაფართოება და მოდერნიზება შეიძლება ჩაითვალოს ალტერნატივად“, – აღნიშნა ქალინმა.

მსგავსი