თურქეთის რელიგიურ საკითხთა დირექტორატს 2025 წლამდე ალი ერბაში უხელმძღვანელებს
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის რელიგიურ საკითხთა დირექტორატის (Diyanet) თავმჯდომარედ ალი ერბაში ხელახლა დანიშნა.
ის დასახელებულ ორგანოს 2025 წლამდე უხელმძღვანელებს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პრეზიდენტ ერდოღანს, რომელმაც ხელახლა დამნიშნა რელიგიის საკითხთა დირექტორატის ხელმძღვანელად, რომლის კონსტიტუციური ფუნქცია-მოვალეობა საზოგადოების რელიგიური განათლებაა“, – დაწერა ერბაშმა „ტვიტერზე“.
ალი ერბაში ამ თანამდებობას 2017 წლის სექტემბრიდან იკავებს. თურქეთის რელიგიურ საკითხთა დირექტორატი აკონტროლებს სახელმწიფოს კუთვნილ მეჩეთებს ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ, აგრეთვე ნიშნავს იმამებს.
Daha bir aşk ve heyecan ile
Yeniden BİSMİLLAHAnayasamızın “toplumu din konusunda aydınlatma” görevini verdiği Diyanet İşleri Başkanlığı’nın Başkanı olarak bu ulvî göreve bizi yeniden atama takdirinde bulunan Cumhurbaşkanımız Sayın Recep Tayyip Erdoğan’a teşekkür ediyorum. pic.twitter.com/YMdrtxfruv
— Prof. Dr. Ali Erbaş (@DIBAliErbas) September 16, 2021