თურქეთის ქალაქ სამსუნის პორტში აფეთქება მოხდა
თურქეთის ქალაქ სამსუნის პორტში აფეთქება მოხდა

თურქეთის ქალაქ სამსუნის პორტში აფეთქება მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამსუნის პორტში ნავთობის ტანკერი აფეთქდა, რის შემდეგაც ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

გავრცელებული ცნობით, სახანძრო ჯგუფების ჩარევის შემდეგ ხანძარი ლიკვიდირებულია.

თურქული მედია წერს, რომ აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

სამსუნის პორტი შავი ზღვის რეგიონში თურქეთის ყველაზე დიდი ნავსადგურია.