თურქეთის ქალაქ ბორჩხაში წყალდიდობამ რამდენიმე მეჩეთი, კერძო ობიექტები და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა [ვიდეო]

წყალდიდობა იყო თურქეთში. საქართველოს მეზობელ ართვინის ვილაეთში სტიქიამ ქალაქი ბორჩხა და მიმდებარე დასახლებული პუნქტები დააზარალა.

თურქული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად წვიმდა, რის შედეგადაც ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადავიდა, დაზიანდა რამდენიმე მეჩეთი, მდინარესთან ახლოს მყოფი სახელმწიფო და კერძო ობიექტები, საგზაო ინფრასტრუქტურა. რამდენიმე ათეულ ადამიანს დასჭირდა მაშველების დახმარება.

ამ დროისთვის ბორჩხაში წვიმა შეწყდა და მდინარის დონეც იკლებს.

სტიქიის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.