თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, 176 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა
თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, 176 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, 176 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილთა შორის არის 108 მოქმედი ჯარისკაცი, ოთხი ოლქის ჟანდარმერიის ხელმძღვანელი და 68 ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც სამსახურიდან თავის ნებით წავიდნენ ან გაათავისუფლეს. ოპერაცია ერთდროულად თურქეთის 49 პროვინციაში დაიწყო.

თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის 15 ივლისს, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს.