თურქეთის პრეზიდენტსა და ირანის პირველ პირს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

21:12, 08.02.2018

თურქეთის პრეზიდენტსა და ირანის პირველ პირს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ვერსიით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ჰასან როუჰანიმ სირიაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს სტამბოლში თურქეთ-რუსეთ-ირანის სამიტის ჩატარების შესაძლებლობა.

როუჰანთან სატელეფონო საუბრამდე ერდოღანმა ამ საკითხზე ვლადიმერ პუტინთანაც ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის ინფორმაციით, ჯერ სამიტის ჩატარების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.

თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრეს.

 

მსგავსი