თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ კანდიდატურა მოხსნა
თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ კანდიდატურა მოხსნა

თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ კანდიდატურა მოხსნა.

„ვტოვებ რბოლას. მე ამას ვაკეთებ ჩემი სამშობლოსთვის. თურქეთს მესამე ვარიანტი შევთავაზე. ვცადე არხის გახსნა. ამ არხზე წარმატებას ვერ მივაღწიეთ. ვიყავი რაიონულ და სამხარეო ადმინისტრაციაში, ხუთი ვადით ვიყავი დეპუტატი, გავხდი პრეზიდენტობის კანდიდატი, შევქმენი პარტია. 40 წელზე მეტია, ვიბრძვი…რაც ვნახე ამ ბოლო 45 დღის განმავლობაში, 45 წელია არ მინახავს”, – განუცხადა ინჯემ ჟურნალისტებს ანკარაში გამართულ ბრიფინგზე.

აქამდე თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ ოთხი კანდიდატი იყო რეგისტრირებული.