თურქეთის პრეზიდენტმა ყატარის ემირისგან ნახევარი მილიარდი დოლარის საჩუქარი მიიღო
თურქეთის პრეზიდენტმა ყატარის ემირისგან ნახევარი მილიარდი დოლარის საჩუქარი მიიღო

თურქეთის პრეზიდენტმა ყატარის ემირისგან, თა­მიმ ბინ ჰა­მად ბინ ჰა­ლი­ფა ალ ტანისგან საჩუქარად ნახევარი მილიარდი დოლარის Boeing 747-8i-ი მიიღო. ინფორმაციას Bloomberg-ი თავად რეჯეფ თაიფ ერდოღანზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრეზიდენტს განცხადების გაკეთება მას შემდეგ მოუხდა, რაც ოპონენტებმა ბოინგის სახელმწიფო სახსრებით შეძენაში დაადანაშაულეს.

რაც შეეხება ბოინგს, ის 76-კაციანია, დეკორატიული სალონითა და საავადმყოფოთია აღჭურვილი. ბოინგი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება.