თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტი TANAP-ის პროექტის გახსნის ცერემონიაზე მიიწვია
თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტი  TANAP-ის პროექტის გახსნის ცერემონიაზე მიიწვია

საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრისას, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გიორგი მარგველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა და საქართველოს პრეზიდენტი 12 ივნისს, ესქიშექირში ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის, TANAP-ის პროექტის გახსნის ცერემონიაზე მიიწვია.

პრეზიდენტებმა ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის ,TANAP-ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირს აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით დამატებით სწორედ TANAP-ის საშუალებით მიეწოდება ბუნებრივი აირი, რაც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი პროექტია.მისი თქმით, საქართველოს მონაწილეობა ასეთი ტიპის პროექტში, თავისთავად, მნიშვნელოვანია.

პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს.