თურქეთის პრეზიდენტმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

12:49, 17.05.2021

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის ირანელ კოლეგა ჰასან რუჰანის შორის სატელეფონო საუბარი გამართა.

საუბრისას მხარეებმა თურქეთ-ირანის ურთიერთობები და ისრაელ-პალესტინას შორის მიმდინარე დაპირისპირება განიხილეს.

ერდოღანის თქმით, ოფიციალური ანკარა მკაცრად გმობს პალესტინელთა წინააღმდეგ ისრაელის მიერ განხორციელებულ მოქმედებებს.

რუჰანისთან საუბრისას, თურქმა ლიდერმა ხაზი გაუსვა ისლამური ერთიანობის მნიშვნელობას ამჟამინდელი კრიზისის საპირისპიროდ.

მსგავსი