თურქეთის პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი
თურქეთის პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვრცლად ისაუბრა რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე.

„სომხეთმა, რომელიც ივლისში თავს დაესხა აზერბაიჯანს, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის ის ყველაზე დიდი დაბრკოლებაა. ჩვენ, რეგიონში კონფლიქტების რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებას ვუჭერთ მხარს, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის. მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს გაერო-სა და ეუთო-ს რეზოლუციების პატივისცემის გათვალისწინებით“, – განცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

დატოვე კომენტარი