თურქეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრაზე იდლიბის რეგიონში ვითარება და ლტოლვილების საკითხი განიხილა
თურქეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრაზე იდლიბის რეგიონში ვითარება და ლტოლვილების საკითხი განიხილა

იდლიბის რეგიონში შექმნილი ვითარება და ლტოლვილების საკითხი განიხილა თურქეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრაზე. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

მოლაპარაკებები საათნახევარს გაგრძელდა. დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუც ესწრებოდა, ასევე განიხილეს რეგიონული და გლობალური საკითხები.

თებერვლის ბოლოს, თურქეთის ხელისუფლებამ ლტოლვილებისთვის და მიგრანტებისთვის დასავლეთის საზღვრები გახსნა, რის შემდეგ ათი ათასობით ადამიანი ევროკავშირის საზღვართან მივიდა. საბერძნეთის და ბულგარეთის საზღვრებთან, თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტები და ლტოლვილები ევროკავშირში შეღწევას ცდილობენ. მიგრანტთა ნაკადის შესაკავებლად, ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებენ.

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირმა 2016 წელს გაფორმებული მიგრაციული შეთანხმების პირობები არ შეასრულა.