თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - რუსეთს სურს ახალი შეთანხმებისთვის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა როგორც უკრაინასთან, ასევე დასავლეთთან
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - რუსეთს სურს ახალი შეთანხმებისთვის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა როგორც უკრაინასთან, ასევე დასავლეთთან

რუსეთს სურს ახალი შეთანხმებისთვის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა როგორც უკრაინასთან, ასევე დასავლეთთან, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იბრაჰიმ ქალინმა თურქულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს სურს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ დასავლეთთან და დადოს ახალი შეთანხმება. მოლაპარაკებებისთვის ყველა მხარემ, მათ შორის ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა კონსტრუქციული პოზიცია უნდა დაიკავონ“, – აღნიშნა ქალინმა.

მისი განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისთვის აუცილებელია მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესის მიღწევა.

„სამწუხაროდ, ბოლო კვირების მოვლენებმა ამ პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, მაგრამ, ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას მოლაპარაკებებისა და დიალოგის გზაზე, მოთმინებითა და შეუპოვრობით“, – დაამატა ქალინმა.