თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ერდოღანმა მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა და ჰოსპიტალიზებულია
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ერდოღანმა მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა და ჰოსპიტალიზებულია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აქუიუს ბირთვული ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიალს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში დაესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი ფაჰრეთინ ალთუნი ავრცელებს. ბირთვული სადგურის გახსნის ცერემონია დღეს გაიმართება და მას ასევე დისტანციურად რუსეთის პრეზიდენტიც დაესწრება.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კატეგორიულად უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ერდოღანმა მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა და ჰოსპიტალიზებულია. ალთუნი აღნიშნულ ცნობებს უსაფუძვლოს უწოდებს.

„ვერანაირი დეზინფორმაცია ვერ შეედავება იმ ფაქტს, რომ თურქი ხალხი თავისი ლიდერის გვერდით დგას და პრეზიდენტი ერდოღანი და მისი „სამართლისა და განვითარების პარტია“ გაიმარჯვებს 14 მაისს დაგეგმილ არჩევნებში“, – წერს ფაჰრეთინ ალთუნი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ამასთან, მმართველი პარტიის პრესსპიკერმა, ომერ ჩელიკმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი მოვალეობებს ასრულებს. „მცირე შესვენების შემდეგ ის თავის პროგრამას ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს“, – აღნიშნავს ჩელიკი.

მმართველი პარტიის პრესსპიკერმა ერდოღანის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ყალბ ცნობებს ამორალური უწოდა.