თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკისთან ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობაზე ისაუბრებს
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკისთან ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობაზე ისაუბრებს

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას ხაზს გაუსვამს ანკარის პოზიციას რუსეთთან ომის დასრულების მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობასთან დაკავშირებით.

ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ მხოლოდ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტს უკრაინის პრეზიდენტი, თუ რა ნაბიჯები გადადგას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

ცნობისთვის, ვოლოდიმერ ზელენსკი ანკარაში უკვე ჩავიდა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.