თურქეთის პრეზიდენტი რომის პაპს შეხვდება
თურქეთის პრეზიდენტი რომის პაპს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი იტალიაში ჩავიდა. იმ სასტუმროს ტერიტორიასთან, სადაც რეჯეპ თაიფ ერდოღანი ცხოვრობს, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული.

დღის პირველ ნახევარში თურქეთის პრეზიდენტი რომის პაპს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, პაპი ფრანცისკე თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე იერუსალიმის სტატუსის საკითხზე გეგმავს საუბარს.

ვატიკანში შეხვედრების დასრულების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი იტალიის პირველ პირს, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

თურქეთის პრეზიდენტს იტალიაში განსაკუთრებულად დახვდნენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ორი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში ე.წ. მწვანე ზონაა იქნება მოწყობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ აკრძალულია ნებისმიერი ტიპის საპროტესტო გამოსვლა.

თურქეთის პრეზიდენტის უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის ქალაქის ქუჩებში 3 ათას 500 პოლიციელია მობილიზებული.